საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გენდერული კუთხით არსებული ნაკლოვანებების შედარება. გენდერული მონაცემების წინასწარი რაოდენობრივი ანალიზი

მაიკლ ემერსონი, Loes Debuysere, Kirsten Devlieger
საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გენდერული კუთხით არსებული ნაკლოვანებების შედარება. გენდერული მონაცემების წინასწარი რაოდენობრივი ანალიზი

შეჯამება

წინამდებარე დოკუმენტი იკვლევს გენდერული თანასწორობის კუთხით, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების აღქმაში არსებულ ხარვეზებს და ასევე, აქედან გამომდინარე მათ მონაწილეობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. წინასწარი კვლევის ძირითადი მიზანი არის არა მხოლოდ გენდერული კუთხით არსებული განსხვავებების ანალიზი აღმოსავლეთ ევროპის სამ ქვეყანაში, რომელთაც გაფორმებული აქვთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება (AA) ევროკავშირთან, არამედ მათი შედარება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესადარ ჯგუფთან. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რიგი ხარვეზები AA-ის მქონე სამ ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში ამ ქვეყნების გენდერული კუთხით განვითარება დიდად არ განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებისგან.

კერძოდ, რიგი ძირითადი მიგნებები შეიძლება გამოიყოს წინასწარი რაოდენობრივი ანალიზის შედეგად:

· სამივე AA-ის მქონე ქვეყნის მოქალაქეები შედარებით დადებითად აფასებენ გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობას თავიანთ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ისეთი მწვავე საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა კორუფცია და კარგი მმართველობა. თუმცაღა, ქალები, კაცებთან შედარებით ნაკლებ კმაყოფილებას გამოთქვამენ არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის დონესთან დაკავშირებით, არამედ სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, სოციალური სამართლიანობა და თანაბარი უფლებები.

· სამივე AA-ის მქონე ქვეყანაში ქალებს მეტად აღელვებთ ის საკითხები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს საოჯახო მეურნეობაზე, მაგალითად, ცხოვრების დაბალი სტანდარტები, სიღარიბე, ძვირადღირებული საცხოვრისი ან ჯანდაცვა. ასევე, არსებობს მიმართულებები და სფეროები, რომლებშიც, მათი აზრით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი და მხარდაჭერა.

· სამივე AA-ის მქონე ქვეყანას აქვს გენდერული თანასწორობის მაღალი დონე ორ ძირითად სფეროში - განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში - რაშიც ისინი უტოლდებიან ევროკავშირის წევრ შესადარ ქვეყნებს, თუმცა, პოლიტიკური წარმომადგენლობის თვალსაზრისით ჩამორჩებიან მათ.

· ზოგადად, სამივე AA-ის მქონე ქვეყანაში და განხილულ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩავარდნებია გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ანაზღაურების კუთხით - როგორც თანაბარი სამუშაოს, ასევე საშუალო ანაზღაურების მიმართულებებით. ქალები ნაკლებად აქტიურები არიან ფორმალურ დასაქმების კუთხით არა მხოლოდ ამავე ქვეყნების კაცებთან შედარებით, არამედ შედარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალებთან შედარებითაც. AA-ის მქონე სამივე ქვეყნის ქალები გაცილებით ნაკლებად არიან

ჩართული არასრულ განაკვეთზე სამუშაოში, ვიდრე ქალები ევროკავშირის ქვეყნებში.

· შედარებული ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, AA-ის მქონე სამივე ქვეყნას გენდერული თვალსაზრისით სექტორული სპეციალიზაციის მაღალი დონე აქვს როგორც უმაღლესი განათლებაში, ასევე სამუშაო ძალაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქალები უფრო მეტად ირჩევენ სოციალურ მიმართულებებს, მაშინ, როდესაც კაცები არჩევანს უფრო ტექნიკურ განათლებასა და სამუშაოზე აკეთებენ.